რატომ გეოკადასტრი 2008?

კომპანია გეოკადასტრი 2008 შეიქმნა ტექნიკური უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტების გაერთიანებით, რომლებმაც მიზნად დაისახეს მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება ბაზარზე.

ჩვენთან მომხმარებელი უმთავრესია და გვაქვს მის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისები.

რა ღირს აზომვითი ნახაზის დამზადება?

აზომვითი ნახაზის ფასი დამოკიდებულია ობიექტის სიდიდეზე, მის მდებარეობაზე და ასევე მის სირთულეზე. აზომვითი ნახაზების ფასი იწყება 80 ლარიდან და დამოკიდებულია ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებზე.

რას ნიშნავს დაკვალვა?

დაკვალვა ნიშნავს ნახაზზე/პროექტში არსებული წერტილების ზუსტი მდებარეობის დადგენას რეალობაში, კორდინატების საშუალებით

როდისაა დაკვალვა საჭირო?

დაკვალვა საჭიროა ყოველთვის, როცა რაიმე წერტილის ნახაზიდან/პროექტიდან რეალობაში გადმოტანაა საჭირო.  იქნება ეს მშენებლობისთვის, ან ნაკვეთის ზუსტი საზღვრების დასადგენად.

რა დროში მზადდება აზომვითი ნახაზი?

ჩვენი კომპანიის პოლიტიკის თანახმად აზომვითი ნახაზები მზადდება მაქსიმალურად სწრაფად, ერთიდან სამ სამუშაო დღეში.

რა ღირს თქვენი სპეციალისტის კონსულტაცია?

კონსულტაცია ჩვენთან უფასოა.

აზომვით სამუშაოებს მხოლოდ თბილისში აწარმოებთ?

ჩვენ ვმუშაბთ მთელი ქვეყნის მაშტაბით.

რა არის ტოპოგრაფია დრონით?

ტოპოგრაფია დრონით არის მაღალი სიზუსტის გეოდეზიური აპარატურისა და თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მაღალი ხარისხის ორთოფოტოების და რელიეფის დამზადება.  მიღებული ორთოფოტო იქნება WGS 84 პროექციაში, ხოლო რელიეფი (ტოპო) იქნება სივრცეში რასაც დააექსპორტებთ და შეიტანთ თქვენთვის სასურველ პროგრამაში.

როგორ დაგიკავშირდეთ?

ჩვენი ტელეფონის ნომერია: 597773326

რაც შეეხება ტრანსპორტს, ჩვენ უნდა წავიყვანოთ ინჟნერი ადგილზე თუ თქვენი ტრანსპორტით მოვა?

შესაძლებელია როგორც ჩვენი, ასევე თქვენი ტრანსპორტის გამოყენება.

აქვს თუ არა ამინდს მნიშვნელობა აზომვითი სამუშაოების განხორციელებისას?

დიახ აქვს, არ უნდა იყოს წვიმიანი ამინდი.

სად მდებარეობს თქვენი ოფისი?

ჩვენი ოფისი მდებარეობს მარჯანიშვილის 26 ნომერში.

რამდენ ხანში ასრულებთ მომსახურებას?

დრო დამოკიდებულია როგორც ტერიტორიის მდებარეობაზე, ასევე საველე სამუშაოების სირთულეზე.